სერვისი ულტრაბგერა

ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა

ულტრაბგერითი გამოკვლევა – ადამიანის შინაგანი ორგანოების და მათში მიმდინარე პროცესების არადესტრუქციული გამოკვლევა ულტრაბგერითი ტალღების მეშვეობით.

ულტრაბგერითმა დიაგნოსტიკამ (ულტრაბგერითმა გამოკვლევამ) თანამედროვე კლინიკურ მედიცინაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი დაიკავა.

რატომ არის ულტრაბგერითი გამოკვლევა პოპულარული?

  • მიღებული შედეგების სიზუსტე;
  • არაინვაზიურობა (ატრავმატულობა);
  • ხელმისაწვდომობა;
  • შეიძლება მრავალჯერ განმეორება, რადგან იონიზაციური რადიაციის საშიშროება საერთოდ არ არსებობს.

გამოკვლევის ულტრაბგერითი მეთოდების საშუალებით შესაძლებელი გახდა გულსისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი, შარდსასქესო სისტემების დაავადებების დიაგნოსტიკის საკითხების უფრო ზუსტად გადაჭრა, ასევე, ღირებული ინფორმაციის მიღება მეან-გინეკოლოგიის, ონკოლოგიის, ნევროლოგიის, ოფთალმოლოგიის სფეროებში.

ულტრაბგერითი გამოკვლევის მეშვეობით შესაძლებელია დაავადების დიაგნოსტიკა ჯერ კიდევ მის კლინიკურ გამოვლინებამდე; ამის შედეგად, მკურნალობა უფრო დროული და ეფექტური იქნება.

  • სიახლეები

  • ჩვენმა დიაგნოსტიკურმა ცენტრმა შეიცვალა მისამართი. ახალი მისამართია ივანე მაჩაბელის ქუჩა #7.
  • ჩვენს დიაგნოსტიკურ ცენტრში ლაბორატორიული კვლევების გარდა შეგიძლიათ ჩაიტაროთ ულტრაბგერითი გამოკვლევები. ასევე თქვენს განკარგულებაში არიან ჩვენი ექიმი სპეციალისტები, რომლებიც მზად არიან გაგიწიონ ევროპული სტანდარტების შესაბამისი მომსახურება.

სერვისი

  • კონტაქტი

  • მის: თბილისი, ივანე მაჩაბელის 7, (0105)
  • ტელ: (+995) 32 293 43 38
  • ტელ: (+995) 32 260 44 00
  • ტელ: (+995) 32 260 44 11
  • ფაქსი: (+995) 32 260 44 11
  • ელ-ფოსტა: info@medikon.ge
  • ონლაინ ფორმა